LISI LAKE · TBILISI · 625 M
მოგესალმებით.
გთავაზობთ ჩვენ მიერ მომზადებულ სახელების ვერსიებს. ვთვლით, რომ ყველა მათგანი პერსპექტიულია და აქვს სიცოცხლისუნარიანობა როგორც სარეკლამო კამპანიებში, ასევე ვიზუალურ იდენტობაში.
ამ პერიოდის განმავლობაში განხილული იყო 100-მდე სახელი. სახელისა და კონცეფციის შემუშავებისას მთავარი ორიენტირი ლოკაციური უპირატესობის ხაზგასმა იყო: კომპლექსი ლისის ტბის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, გამოირჩევა პანორამული ხედებითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი. გარდა ამისა, დასახელება ორივე ენაზე, ქართულად და ინგლისურად, მარტივად აღქმადი და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო.
Welcome. These are the name options we have prepared. We consider every one of them promising and viable, both in advertising campaigns and in the visual identity. Around 100 names were considered. The main reference point was the advantage of the location: the complex is an inseparable part of Lisi Lake, with panoramic views and a clean, green setting. The name also had to be easy to grasp and to remember in Georgian and in English.
I
LISI AISI
ლისი აისი
აისი დღის პირველი შუქია. ის ჯერ ლისზე ამოდის, შემდეგ კი ქალაქზე: ჯერ ფანჯრებს ეხება, შემდეგ კი ტბაზეც იშლება. სახელი, რომელიც მოიცავს იმ მაგიურ საათს, როდესაც დღე ჯერ მხოლოდ შენია, ხოლო ლისის პარკი და ტბა შენს კართან იწყება.
Aisi is the first light of the day. It rises over Lisi before it reaches the city: first it touches the windows, then it spreads across the lake. A name for the hour when the day is still only yours, while Lisi Park and the lake begin at your door.
II
LISI SIO
ლისი სიო
სადაც კარგი ხედია, იქ სიმაღლეა. სადაც სიმაღლეა, იქ ყოველთვის სასიამოვნო ნიავია. „სიო“ სწორედ ამ ლოკაციისთვის დამახასიათებელ მსუბუქ და სასიამოვნო ნიავს ნიშნავს, რომელიც ტბიდან და პარკიდან პირდაპირ ფანჯრებში შემოდის.
Where the view is good, there is height. Where there is height, there is always a pleasant breeze. Sio is that light breeze this place is known for, coming into the windows straight from the lake and the park.
III
LISI 625
ლისი 625
625 მეტრი ლისის ტბის ოფიციალური სიმაღლეა ზღვის დონიდან. აქ ფიზიკური სიმაღლე ცხოვრების ახალ სტანდარტს განსაზღვრავს: რიცხვი, რომელმაც იდენტობა შექმნა. სივრცე, სადაც ტბა და პარკი არა უბრალოდ ახლოს, არამედ პირდაპირ შენს კართან იწყება.
625 metres is the official height of Lisi Lake above sea level. Here the height sets a new standard of living: a number that became an identity. The lake and the park do not merely sit nearby, they begin at your door.
IV
LISI SARKE
ლისი სარკე
წყნარ ამინდში ლისის ტბა ზეცას სარკესავით ირეკლავს და ორ ცას ქმნის: ერთს ზემოთ, მეორეს კი წყალში. კომპლექსი სწორედ მათ შორის, ამ ჰარმონიის ცენტრში დგას. ტბის ნაპირამდე მოხვედრა კი პარკის გავლით სულ რაღაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.
ამ სახელის უპირატესობა ჟღერადობის სიმარტივეშია, როგორც ინგლისურად, ისე ქართულად.
In calm weather Lisi Lake mirrors the sky and makes two skies, one above and one in the water. The complex stands between them. The shore is a few minutes away through the park, and the name reads just as simply in English as in Georgian.
V
LISI TSA
ლისი ცა
სიმაღლეზე ასვლისას პირველი, რაც იცვლება, თავად ცაა: ის საგრძნობლად უფრო მკაფიო ხდება, თითქოს უფრო ახლოსაა, ვიდრე აქამდე იყო. სანამ ტბა ამ სივრცეს ირეკლავს, ქალაქი სადღაც შორს, ქვევით რჩება. „ცა“ ყველაზე მოკლე ქართული სიტყვაა სიმაღლის, თავისუფალი ჰაერისა და უსასრულო ხედის აღსანიშნავად. ლისის ტერიტორიაზე, პარკის უშუალო სიახლოვეს, ღამით ცა მართლაც ბევრად ახლოს ჩანს.
Climbing higher, the first thing that changes is the sky itself: it grows clearer, as if it were closer than before. The lake reflects that space while the city stays far below. Tsa is the shortest Georgian word for height, open air and an endless view. At night, right beside the park, the sky really does look closer.
VI
LISI CENTRAL
ლისი ცენტრალი
ლისის ყველა გზა სწორედ აქ იყრის თავს: ტბისკენ, ქალაქისკენ და სახლისკენ. „ცენტრალი“ უბრალოდ ადგილი არ არის, ის მთავარი ათვლის წერტილია. აქედან ყველაფერი იდეალურად ახლოსაა: პარკი იქვე გვერდით, ტბა წინ, ქალაქი კი უკან რჩება.
Every road at Lisi meets here: to the lake, to the city, to home. Central is not simply a place, it is the main point of reference. Everything is close from here: the park beside you, the lake in front, the city behind.
VII
LISI 360
ლისი 360
360 გრადუსი სრული წრეა. ლისზე ეს მხოლოდ სიტყვა არ არის: ტბა, პარკი, ტყე და ქალაქის ხედი მართლაც ყოველი მხრიდან დგას. კომპლექსი ლისის პარკის გვერდითაა, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც თავად ლისის ტბის ნაწილად ითვლება. ციფრი ქართულადაც და ინგლისურადაც ერთნაირად იკითხება.
360 degrees is the full circle. At Lisi it is not a figure of speech: the lake, the park, the forest and the city view really do stand on every side.
LISI LAKE
დაფიქრდით და აირჩიეთ ერთი.
Think it over and choose one.
Your choice
- აისი
- განთიადი · dawn
- სიო
- ნიავი · breeze
- 625
- ტბის სიმაღლე · height of the lake
- სარკე
- ანარეკლი · mirror
- ცა
- სიმაღლე, ჰაერი, ხედი · sky
- ცენტრალი
- ათვლის წერტილი · where it starts
- 360
- სრული წრე · the full circle