ბაღი ყოველ აივანზე
Corner Gldani
თბილისი, მარატ ნოზაძის 29გ — ახმეტელის მეტროსთან
პროექტის შესახებ
სად მდებარეობს Corner Gldani?
ქორნერ გლდანი მდებარეობს მარატ ნოზაძის ქუჩაზე, ახმეტელის მეტროსთან ახლოს, გლდანისა და მუხიანის გზაგასაყარზე.
რა არის პროექტის უპირატესობები?
Corner Gldani განთავსებული იქნება 3000 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც რეკრეაციული სივრცეები, ასევე კომერციული ობიექტებიც, რომლებიც, პირველ რიგში, მაცხოვრებლების ინტერესებსა და საჭიროებებს მოერგება. პროექტში გათვალისწინებულია სპორტული სივრცეებიც, რათა მაცხოვრებლების ჯანსაღი ცხოვრების წესს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს კომპანიის მხრიდან. პროექტი შენდება უმაღლესი ხარისხის საშენი და მოსაპირკეთებელი მასალებით, რაც კომპლექსის მდგრადობასა და უსაფრთხოებას განაპირობებს.
რა კონდიციაში ბარდება ბინები?
ბინები ბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში, რაც გულისხმობს მოჭიმულ იატაკს, გალესილ ტიხრებს, ელექტროობის დაქსელვას, გაზის წერტილებს სამზარეულომდე და საქვაბემდე, წყალმომარაგება-კანალიზაციის ცენტრალურ დგარებს, მოპირკეთებულ აივანს, მეტალო-პლასტმასის გარე კარ-ფანჯარას, ბინაში შესასვლელ კარს.
გადახდის პირობები?
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ფასსა და გადახდის თქვენზე მორგებულ პირობას - შიდა განვადებას პირველადი შენატანის გარეშე.

ბაღი, რომელიც ფასადზე ადის
დარგული აივნები სართულიდან სართულზე ლაგდება — ცოცხალი კასკადი თეთრ კოშკზე.

ჰაერი და ხედი შენი აივნიდან
დილის ყავა ქალაქის ზემოთ — თბილისი გორაკებამდე იშლება.
გალერეა
აღმოაჩინე მეტი →
როცა საღამო დგება
Corner Gldani
აირჩიე შენი სიმაღლე
აირჩიე სართული, ნახე გეგმა, დაიკავე აივანი ბაღით
საუბრით დავიწყოთ
დაგვიტოვეთ ნომერი და დაგირეკავთ: სართულები, გეგმები, ჩაბარების კონდიცია, პირობები — ყველაფერს მარტივად აგიხსნით.




